ამჟამად ექვთიმე თაყაიშვილი იგი გადასვენებულია საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმია განთავსებული მის უკანასკნელ საცხოვრებელ ადგილას, თბილისში, ვაშლოვანის ქუჩის 7 ნომერში და აგრეთვე მისი მუზეუმია აშენებული თაყაიშვილის მშობლიურ სოფელში, ლიხაურში, სადაც ყოველი წლის 16 იანვარს „ექვთიმეობას“ აღნიშნავენ. ექვთიმე თაყაიშვილის სახელს ატარებს გურიანთა-ვაშნარის მუზეუმ-ნაკრძალი გურიაში. 2013 წელი იუნესკოს ეგიდით ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოცხადდა[2]
მეცნიერის ცხოვრების გზა ვიწრო ბილიკია მწვერვალებისკენ მიმავალი. ,,per aspera ad astra" - ეკლიანი გზა ვარსკავლავებისაკენ" - იტყოდნენ ძველი რომაელები. ექვთიმეს ცხოვრების გზა ვიწრო და ეკლიანი იყო, მაგრამ ამ გზამ იგი ქართველ დიდ მოღვაწეთა თანავარსკვლავედში აიყვანა, სადაც მარადიულად იკაშკაშებს მისი სახელი.